ხავი «ბარსელონას» მწვრთნელობას არ ჩქარობს

ხავი «ბარსელონას» მწვრთნელობას არ ჩქარობს ხავი - კატარის ალ სადის მთავარი მწვრთნელი, რომელზეც უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად წერს სპორტული მედია კატალონიის ბარსელონას მწვრთნელობას არ ჩქარობს.

Marca-ს ინფორმაციით 41 წლის კატალონიური კლუბის ყოფილი ფეხბურთელი შეშფოთებულია ხელმძღვანელობის რონალდ კუმანის მიმართ დამოკიდებულებით. ხავი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს ესპანურ გრანდთან მოლაპარაკებებს, როდესაც ნიდერლანდელი სპეციალისტის მომავალი საბოლოოდ გაირკვევა.

აღსანიშნავია ასევე, რომ ხავის ოჯახი კატარში ცხოვრობს და ესპანეთში დაბრუნების სრუვილი არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ რონალდ კუმანი კატალონიის ბარსელონას 2020 წლის ზაფხულიდან წვრთნის. ხელმძღვანელობამ მას სრული მხარდაჭერა აღუთქვა, თავად სპეციალისტმა კი განაცხადა, რომ მაშინ დატოვებს მთავარი მწვრთნელის თანამდებობას, როდესაც ფეხბურთელები მის სიტყვებს ვეღარ გაიგებენ.
ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ