ჟორჟ სენ-პიერი UFC-ს დიდების დარბაზის წევრია

ჟორჟ სენ-პიერი UFC-ს დიდების დარბაზის წევრია ჟორჟ სენ-პიერი - ორ წონით კატეგორიაში UFC-ს ყოფილი ჩემპიონი მსოფლიოს ყველაზე დიდი MMA პრომოუშენის დიდების დარბაზის წევრი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას UFC-ს ტვიტერის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

დიდების დარბაზში ჯამში ოთხი განყოფილებაა. ძველი და ახალი სკოლის მებრძოლების გარდა მასში შეიძლება მოხვდნენ გამოჩენილი პიროვნებები და მნიშვნელოვანი ბრძოლები.


«შერეული ორთაბრძოლების ერთ-ერთი ეტალონი საკუთარ მემკვიდრეობას UFC-ს დიდების დარბაზში შესვლით აძლიერებს», — ნათქვამია ტვიტერის პოსტში.
MMA
ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ