ჰოლანდის წასვლის შემთხვევაში დორტმუნდი ფედერიკო კიეზას შეიძენს

გერმანულ გრანდში 23-წლის ფორვარდს ერლინგ ჰოლანდის შემცვლელად მოიაზრებენ. ფედერიკო კიეზას იჯარა 2022 წლის ზაფხულში ეწურება. იტალიელი ფორვარდის მიმდინარე სატრანსფერო ფასი კი € 70 მილიონ ევროს შეადგენს.
გასულ სეზონში კიეზამ ტურინის იუვენტუსის მაისურით ჯამში 46 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 15 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა აქტივში.