ბარსელონასთვის ხავის კანდიდატურა გამოირიცხა?

ბარსელონასთვის ხავის კანდიდატურა გამოირიცხა? ხავი - კატარის ალ სადის მთავარი მწვრთნელი შესაძლოა კატალონიის ბარსელონაში ვერ ვიხილოთ. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით ესპანელი სპეციალისტის კონტრაქტში არ არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი ბლაუგრანაში გადასვლას უპრობლემოდ შეძლებს.

წინა ხელშეკრულებაში, რომელიც ხავიმ გააფორმა იყო ჩადებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას შესაძლებლობა ეძლეოდა შეუფერხებლად დაეტოვებინა ალ სადის მთავარი მწვრთნელის პოსტი, თუ კატალონიელებისგან მიიღებდა შემოთავაზებას. მოქმედ ხელშეკრულებაში აღნიშნული პუნქტი ამოღებულია, თუმცა არსებობს პირგასამტეხლოს პირობები.

ამიტომ თუ კატალონიის ბარსელონას ხავის ხილვა მოუნდება მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე, ესპანურ გრანდს სავარაუდოდ ალ სადის მესვეურებისთვის პირგასამტეხლოს გადახდა მუწევს.

გავრცელებული ხმების მიხედვით თუ ბარსელონა სექტემბერში გრანადასთან, კადისთან და ლევანტესთან, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ბენფიკასთან სასურველ შედეგს ვერ მიაღწევდა ხოან ლაპორტა რონალდ კუმანს დაკავებული თანამდებობიდან გაუშვებდა.

გასულ თვეში ხოან ლაპორტამ უკვე გამოთქვა ეჭვი რონალდ კუმანთან თანამშრომლობაზე. ნიდერლანდელი სპეციალისტის მოქმედი კონტრაქტი კატალონიის ბარსელონასთან 2022 წლამდეა გაფორმებული.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ