«მილუოკიმ» «ორლანდო» დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა

«მილუოკიმ» «ორლანდო» დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა NBA-ს პლეი-ოფის პირველი რაუნდის მატჩში «მილუოკი» «ორლანდოს» დაუპირისპირდა და ანგარიშით 111:96 (25:13, 39:30, 29:30, 18:23) გაიმარჯვა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში ყველაზე შედეგიანი «მეჯიკის» ცენტრი ნიკოლა ვუაჩიჩი გახდა, რომელმაც 32 ქულის მოგროვება მოახერხა.

«მილუოკმა» მოპოვებული გამარჯვებით «ორლანდოსთან» სერიაში ანგარიში გაათანაბრა 1-1. შემდეგი მატჩი 22 აგვისტოს თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.