რონალდო სუპერლიგის იდეაზე: ცუდი აზრი არ არის

რონალდო სუპერლიგის იდეაზე: ცუდი აზრი არ არის რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა - მადრიდის რეალის ყოფილი თავდამსხმელი და ვალიადოლიდის მფლობელი ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ცუდი აზრი არ არის.

«როგორც ვალიადოლიდის პრეზიდენტს არ მინდა, რომ ლა ლიგამ საკუთარი ძალა და გავლენა დაკარგოს, თუმცა არ მგონია, რომ სუპერლიგის შექმნით ესპანეთის ჩემპიონატი დაკარგავდა ამ ყველაფერს.

ჩემთვის ქვეყნის ჩემპიონატები ძველებურად ფეხბურთის ძირითად ფუნდამენტად რჩება. გულშემატკივრები ყოველ კვირას გასამართი მატჩის აბონენტებისა და ბილეთების ყიდვით დიდ მსხვერპლზე მიდიან. ჩვენსა და მათ შორის საოჯახო კავშირებია.

ვიმედოვნებ და მწამს, რომ სუპერლიგა არანაირ გავლენას არ იმოქმედებს ასპარეზობაზე. ბრძოლა ეს ის ფაქტორია, რისთვისაც სატურნირო ცხრილის შუაში მყოფი გუნდები ცხოვრობენ.

ზოგი გუნდი ევროთასებზე თამაშობს და ეს მართებულია, რომ ადამიანებს ესმით საფეხბურთო ინდუსტრია - ეს სპორტული ინდუსტრიაა და გართობა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევადგინოთ სამომავლო გეგმა.

თუ სუპერლიგის იდეას შევხედავთ - ეს ცუდი მოსაზრება არ არის. გულშემატკივრებს ყველაზე დიდი შეხვედრების ხილვა სურთ. ფეხბურთის მოყვარულებს სურთ იხილონ რეალისა და მილანის ან ინტერის დაპირისპირბა მანჩესტერ სიტის ან პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ. ჩვენ ასეთი შეხვედრების ხილვა გვსურს და არ გვინდა 1/4 ფინალების ლოდინი.

ჩვენს ინდუსტრიას დიალოგი აკლია. სუფევს შიში დარჩე ყურადღების გარეშე, ყველას თავისი ინტერესი აქვს, რომელიც უნდა დაიცვას. ვფიქრობ, რომ ფეხბურთის ყველაზე გავლენიან პირებს შეხვედრა და საუბარი მოუწევთ, რათა კონსესუსს მიაღწიონ, რაც ყველას აფიქრებინებს, რომ ისინი გამარჯვებულები გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან.

გულშემატკივრები - ეს ჩვენი მემკვიდრეობაა, ფეხბურთი ისეთია როგორიც არის - ამიტომ გულშემატკივრები მას უყურებენ. ჩვენ უნდა შევეცადოთ გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტი და საუკეთესო პირობები, მატჩები შევთავაზოთ.

არ ვფიქრობ, რომ საკვანძო გადაწყვეტილებები ან სტრატეგია რამდენიმე ადამიანის ასარჩევია და ამით ყველაფერი ნათქვამია. დღეს გულშემატკივრები საკმაოდ ჩართულნი არიან პროცესში. ჩვენ ვიხილეთ საპროტესტო აქციები ინგლისში, შესაძლოა იმიტომ, რომ ყველაფერი ცუდად დააორგანიზეს და აუხსნეს.

მიმაჩნია, რომ იდეას პოტენციალი აქვს, რომ უახლოეს მომავალში გულშემატკივრებსა და კლუბებს ახალი შესაძლებლობები მიეცემათ, რასაც ფეხი უნდა ავუწყოთ - ეს ნორმალურია», – ამბობს ბრაზილიელი.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ