«ბარსელონამ» 17 წლის ტალანტი შეიძინა

«ბარსელონამ» 17 წლის ტალანტი შეიძინა კატალონიის ბარსელონას ტვიტერის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ესპანურმა გრანდმა კაიზერსპორტის შემტევი ნახევარმცველი 17-წლის ემრე დემირი შეიძინა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდა ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე კაიზერსპორში დარჩება იჯარის წესით, შემდეგ კი ბარსელონას დუბლებში გააგრძელებს ასპარეზობას.


აღსანიშნავია, რომ 17-წლის ფეხბურთელის კონტრაქტში ემრე დემირის გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევროა მითითებული. გასულ სეზონში თურქმა შემტევმა ნახევარმცველმა ჯამში 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.
ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ