ტიმ შერვუდი ულე გუნარ სულშერს რჩევას აძლევს

ტიმ შერვუდი ულე გუნარ სულშერს რჩევას აძლევს ტიმ შერვუდი - ტოტენჰემის ყოფილი მთავარი მწვრთნელი talkSPORT-თან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგაზე იანგ ბოიზთან გამართულ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს საქციელზე საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი თამაშის მიმდინარეობისას ულე გუნარ სულშერთან ერთად იდგა და თანაგუნდელებს მითითებებს აძლევდა.

«რონალდუს ასეთი საქციელი სავსებით ბუნებრივია. ულეს ამასთან შეგუება მოუწევს. თუ ასეთი დონის ფეხბურთელს იწვევ გუნდში უნდა იცოდე რაზე მიდიხარ. ეს ის რონალდუ აღარაა, რომელიც წარსულში თამაშობდა მანჩესტერ იუნაიტედში. ის კარგად ათვითცნობიერებს რამდენად საჭიროა გუნდისთვის. თუ რონალდუ გრძნობს, რომ მწვრთნელის გვერდზე უნდა იდგეს და მითითებები უკარნახოს თანაგუნდელებს, მას ამის უფლება უნდა მისცე. ვფიქრობ, რომ ჟოზე მოურინიოს დროს რონალდუ ასე ვერ მოიქცეოდა», — ტიმ შერვუდის სიტყვებს ციტირებს talkSPORT.

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს მანჩესტერ იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას ვილიარეალთან გამართავს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ