მეჯიკ ჯონსონი NBA-ს ყველაზე შეუჩერებელ კალათბურთელს ასახელებს

მეჯიკ ჯონსონი NBA-ს ყველაზე შეუჩერებელ კალათბურთელს ასახელებს მეჯიკ ჯონსონი - «ლოს-ანჯელეს ლეიკერსის» ლეგენდა ბრუკლინ ნეტსის კალათბურთელ კევინ დურანტთან შეხვედრაზე საუბრობს და მას NBA-ს ყველაზე შეუჩერებელ სპორტსმენად მოიხსენიებს.

«გუშინ საღამოს კევინ დურანტთან სახალისო შეხვედრა მქონდა, თანამედროვე კალათბურთში NBA-ს ყველაზე შეუჩერებელ მოთამაშესთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მისი საქმიანი პარტნიორი რიჩ კლეიმანიც», — წერს მეჯიკ ჯონსონი ტვიტერზე.


შეგახსენებთ, რომ დურანტი ბრუკლინში 2019 წელს გადავიდა, თუმცა პირველი სეზონი ტრავმის გამო გამოტოვა. 2020/21 წლების სეზონში კევინმა 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ თითო შეხვედრაში 26,9 ქულა, 7,1 ართმევა და 5,5 გადაცემა მოაგროვა.

ბრუკლინი აღმოსავლეთ კონფერენციის 1/2 ფინალურ ეტაპზე მილუოკი ბაქსთან ანგარიშით 3-4 დამარცხდა.

კევინ დურანტმა კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება დამატებით 4 წლით გაახანგრძლივა, კონტრაქტის ჯამური ღირებულება კი $ 198 მილიონი დოლარია.
ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ