ნიკ დიასს ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლა სურს

აღნიშნულ ინფორმაციას ჩეილ სონენი ავრცელებს.
«მითხრეს, რომ თუ ნიკ დიასი რობი ლოულერის დამაჯერებლად დამარცხებას შეძლებს, ის ოქტაგონიდანვე გამოიწვევს ხაბიბ ნურმაგომედოვს».
«თუ ნიკ დიასი ასე მოიქცევა, ეს მისთვის დამახასიათებელი ნამდვილად არ იქნება, რადგან წარსულში იშვიათად იწვევდა ოქტაგონზე მოწინააღმდეგეებს. მსგავსი პრეცედენტი იყო ჟორჟ სენტ-პიერი, სხვა შემთხვევას ვერც კი ვიხსენებ. როგორც ჩანს ნიკს სწამს, რომ არა მხოლოდ საპასუხო რეაქციას, უფრო მეტიც ბრძოლაზე თანხმობას მიიღებს ხაბიბისგან. ჩემი აზრით ნიკი ტყუილად არ გამოიწვევს ნურმაგომედოვს, თუ აპრიორში იცის, რომ პასუხი უარყოფითი იქნება», - ამბობს ჩეილ სონენი.
შეგახსენებთ, რომ ნიკ დიასსა და რობი ლოულერს შორის ბრძოლა UFC 266 ტურნირზე 25 სექტემბერს ლას-ვეგასში შედგება.