მარტინესი: «ბარსელონას» მთავარი მწვრთნელობა?! — ვერაფერს გეტყვით

მარტინესი: «ბარსელონას» მთავარი მწვრთნელობა?! — ვერაფერს გეტყვით რობერტო მარტინესი, რომელიც ამ მომენტისთვის ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს, პრესაში გავრცელებულ ხმებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში სპორტული გამოცემები აქტიურად წერენ ინფორმაციას, რომ რონალდ კუმანს უახლოეს პერიოდში 48 წლის ესპანელი სპეციალისტი ჩაანაცვლებს.

ჭორები ყოველთვის იყო და იქნება ფეხბურთში, ეს ბუნებრივია. როდესაც მაგალითად ზედიზედ სამჯერ მარცხდები, უმალვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენ შესაძლოა სამსახური დაკარგო. ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით», — რობერტო მარტინესის სიტყვებს ციტირებს Eurosport.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიური კლუბის მესვეურები ესპანელ სპეციალისტს რონალდ კუმანის შემცვლელად განიხილავენ და მეტიც, მზად არიან ბელგიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოც კი გადაუხადონ.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ