Mundo Deportivo: ბარსელონა ტიერი ანრისაც განიხილავს

წყაროს ინფორმაციით ბლაუგრანა ფრანგი აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის კანდიდატურას ჯერ კიდევ 2017 წელს განიხილავდა. შეგახსენებთ, რომ მაშინ კატალონიური კლუბი ერნესტო ვალვერდემ ჩაიბარა.
Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ ბარსა კვლავ დაუბრუნდა 44-წლის ფრანგის კანდიდატურას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიელები ამჯობინებენ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რომელიმე ყოფილი ფეხბურთელი დანიშნონ.
პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ შემთხვევაში თუ კატალონიის ბარსელონას მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რობერტო მარტინესი დაინიშნება, სამწვრთნელო შტაბში შესაძლოა ტიერი ანრიც მოხვდეს.