NBA-ს პროფკავშირებს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

NBA-ს პროფკავშირებს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, NBA-ს კალათბურთელთა პროფკავშირების ახალ აღმასრულებელ დირექტორად ტამიკა ტრემალო დაინიშნა, ამ უკანასკნელმა მიშელ რობერტსი შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში ტრემალო პროფკავშირებში კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა.

«ტამიკა ჩვენთან მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა, კონსულტაციას გვიწევდა უმაღლესი იურიდიული სტანდართებით. ტრემალოს საქმიანობა ჩვენს ორგანიზაციას წარმატებით ფუნქციონირებაში ეხმარება. ლიდერულმა თვისებებმა და მიშელ რობერტსის პროფესიონალიზმმა ჩვენი პროფკავშირი ახალ დონეზე გაიყვანა», — განაცხადა «პორტლენდის» შემტევმა მცველმა სი ჯეი მაკოლუმმა.

ტრემალო კოლექტიურ შეთანხმებაზე NBA-თან გამართავს მოლაპარაკებებს. მოქმედი ხელშეკრულება სპორტსმენებთან 2023/24 წლების სეზონის შემდეგ იწურება.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ