ალისტერ ოვერიმი UFC-დან განთავისუფლების მიზეზზე საუბრობს

«მე პროფესიონალი და რეალისტი ვარ. იმ შემთხვევაში თუ დამარცხდებით UFC-ს სწორედ ამის გაკეთება შეუძლია. ეს მათთან დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობაა, რომ მოქმედი კონტრაქტი შეუძლიათ შეგიწყვიტონ. UFC ძალიან მომწონდა, თუმცა ჩემი განთავისუფლება მათი უფლება იყო. შესაძლოა დრო იყო ახალი თაობისთვის გზა დამეთმო. არ დაგავიწყდეთ, რომ 41 წლის ვარ და ახალგაზრდა არ ვხდები. ჩემი ნება, რომ ყოფილიყო კარიერას UFC-ში დავასრულდებდი, თუმცა გადაწყვეტილება მე არ მიმიღია».
«ჩემს კედელს UFC ქამარი აკლია. ტიტულთან ძალიან ახლოს ვიყავი, თუმცა რაც მოხდა, მოხდა. ერთადერთი რაც მაკლია UFC-ს ჩემპიონის ქამარია, თუმცა მეორეს მხრივ ამის გარეშეც არაერთი ლამაზი გამარჯვება და დიდებული მომენტი მაქვს, რაც საკუთარი კარიერით სიამაყის საშუალებას მაძლევს», - ალისტერ ოვერიმის სიტყვებს ციტირებს MMAJunkie.