«ბარსელონას» ახალი მწვრთნელი ეყოლება?!

«ბარსელონას» ახალი მწვრთნელი ეყოლება?! სპორტული გამოცემა Sport.es-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «კატალონიის ბარსელონას» მესვეურები მზად არიან ბელგიის ეროვნლ ნაკრებს რობერტო მარტინესის სანაცვლოდ პირგასამტეხლო € 1,8 მილიონი ევრო გადაუხადონ.

წყაროს ინფორმაციით ესპანური გრანდის მთავარი მწვრთნელის კანდიდატებად განიხილებიან ხავი და რობერტო მარტინესი. კატალონიელებს ამ მომენტისთვის რონალდ კუმანი წვრთნის.

გავრცელებული ხმების მიხედვით თუ ბარსელონა სექტემბერში გრანადასთან, კადისთან და ლევანტესთან, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ბენფიკასთან სასურველ შედეგს ვერ მიაღწევდა ხოან ლაპორტა რონალდ კუმანს დაკავებული თანამდებობიდან გაუშვებდა.

გასულ თვეში ხოან ლაპორტამ უკვე გამოთქვა ეჭვი რონალდ კუმანთან თანამშრომლობაზე. ნიდერლანდელი სპეციალისტის მოქმედი კონტრაქტი კატალონიის ბარსელონასთან 2022 წლამდეა გაფორმებული.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ