კონტე : ჩემთვის სიტყვა "შიში" უცნობია

კონტე : ჩემთვის სიტყვა "შიში" უცნობია მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ევროპის ლიგის ფინალურ ორთაბრძოლას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, 21 აგვისტოს, საღამოს 23:00 საათზე "ინტერი" "სევილიას" დაუპირისპირდება.

"ჩემს ლექსიკონში სიტყვა "შიში" არ მოიძებნება, ეს ცნობილია ფეხბურთელებისთვის. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ "სევილიას" და მის შესაძლებლობებს ვაფასებთ, თუმცა საკუთარი ბანქო გვაქვს, რომლის გათამაშებასაც ვაპირებთ. აუცილებელია ძალების მაქსიმალური გაღება. მათთან შედარებით, ხშირად არ გვითამაშია ამ ტურნირის ფინალურ შეხვედრაში, ეს მათ გარკვეულ უპირატესობას აძლევს. ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური სტაბილურობის შენარჩუნებაც. არსებობს მხოლოდ ერთი საშუალება დაწერო კლუბის ისტორია - გამარჯვება უნდა მოიპოვო.

ჩვენ ერთად დიდი ხანია რაც ვმუშაობთ. ნორმალურია, როდესაც ტაქტიკური იდეების გაცხრილვა მიმდინარეობს, ზოგს ვიღებთ, ზოგსაც არა. ჩვენი გულმოდგინე მუშაობა, ნაყოფს უკვე იღებს. გუნდმა მართლაც, რომ მოუმატა. ევროთასებზე ეს ჩემი მეოთხე ფინალია. სასიამოვნოა ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში მონაწილეობის მიღება. ჩემთვის სულ ერთი არ არის ეს კლუბი და ამ კლუბის გულშემატკივარი. 10 წელია რაც ფინალი არ გვითამაშია, ეს ძალიან დიდი მონაკვეთია.
"-ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ანტონიო კონტეს სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ