რონალდ კუმანი: მესის ტრანსფერი მთელი ქალაქისთვის შოკი იყო

რონალდ კუმანი: მესის ტრანსფერი მთელი ქალაქისთვის შოკი იყო რონალდ კუმანი, რომელიც ამ მომენტისთვის «კატალონიის ბარსელონას» მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს, ზაფხულში «პარი სენ-ჟერმენში» გადაბარგებულ ლიონელ მესიზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ტრანსფერი მთელი ქალაქისთვის შოკი იყო.

«გასულ წელს მესის დიდი წვლილი მიუძღვის, 30 გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. არგენტინელი ყველა დანარჩენისთვის მაგალითი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მესის ესპანეთის თასის ტიტულზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ჯილდოები აქვს მოპოვებული, ფინალში გამარჯვების შემდეგ კარგად ჩანდა რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მისთვის ეს წარმატება».

«ახალგაზრდა ფეხბურთელების შემყურე, რომლებიც გუნდში გამოჩდნენ, ლეო ბარსელონას მომავალს ხედავდა. ამ ბიჭებს მასთან ფოტოს გადაღება სურდათ, მსგავსი რამ არასდროს მინახავს».

«აი ამოდენ მნიშვნელოვანი იყო ლიონელ მესი და დღემდე ასეთივე მნიშვნელოვანია. ინფორმაცია მისი ტრანსფერის შესახებ მთელი ქალაქისთვის შოკი იყო», – განაცხადა რონალდ კუმანმა.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ