პარი სენ-ჟერმენის მწვრთნელი შესაძლოა ზინედინ ზიდანი გახდეს

წყაროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მაურისიო პოჩეტინოს განთავისუფლება მოუწევთ ფრანგი სპეციალისტის კანდიდატურა კლუბის ხელმძღვანელობისთვის სათადარიგო გეგმაა.
შეგახსენებთ, რომ 49 წლის სპეციალისტი დედაქალაქელებს 2021 წლის იანვრიდან წვრთნის. ზინედინ ზიდანმა კი მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა 2021 წლის მაისში დატოვა და ახლა კლუბის გარეშე იმყოფება.