რობერტ ლევანდოვსკიმ ოქროს ბუცი მიიღო

რობერტ ლევანდოვსკიმ ოქროს ბუცი მიიღო «მიუნხენის ბაიერნის» თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ 2020/21 წლების სეზონის შედეგის მიხედვით ოქროს ბურთი მოიპოვა და ევროპის ეროვნული ჩემპიონატების ბომბარდირი გახდა.

პოლონელი ფორვარდის ფოტო ჯილდოსთან ერთად მიუნხენური კლუბის ინსტაგრამის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.


შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში გამართულ 29 შეხვედრაში 41 გოლის გატანა და 7 შედეგიანი გადაცემის განხორციელება მოახერხა. ევროპის ჩემპიონატების ბომბარდირთა სიაში ასევე მოხვდნენ:
  • ლიონელ მესი («ბარსელონა», 30 გოლი)
  • კრიშტიანუ რონალდუ («იუვენტუსი», 29 გოლი)
  • ანდრე სილვა («ფრანკფურტის აინტრახტი», 28 გოლი)
  • ერლინგ ჰოლანი («დორტმუნდის ბორუსია», 27 გოლი)
  • კილიან მბაპე («პარი სენ-ჟერმენი», 26 გოლი)
ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ