რიჩარდ გასკე: ესთეტიკის მხრივ როჯერ ფედერერი შეუცვლელი იქნება

რიჩარდ გასკე: ესთეტიკის მხრივ როჯერ ფედერერი შეუცვლელი იქნება ფრანგი ჩოგბურთელი რიჩარდ გასკე Tennis World USA-თვის მიცემულ ინტერვიუში რაფაელ ნადალისა და როჯერ ფედერერის კარიერულ პაუზებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შვეიცარიელი ჩოგბურთელი ესთეტიკის მხრივ შეუცვლელი იქნება.

«არიან ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც ძალიან ძალიან კარგად თამაშობენ, რომლებსაც შესანიშნავი დონე აქვთ. ისინი საკუთარი ადგილის პოვნას უდავოდ იმსახურებენ, თუმცა ნადალი და ფედერერი მსოფლიოს დონის ვარსკვლავები არიან! როდესაც ეს ორი რომელიმე ტურნირში არ იღებს მონაწილეობას ჩემში დიდი სიცარიელე იმკვიდრებს. ესთეტიკისა და ინდივიდუალურობის მხრივ როჯერ ფედერერი შეუცვლელი იქნება. მსგავს რამეს ვეღარ ვნახავთ.

ძალიან მინდა ახალგაზრდა ჩოგბურთელებს ვგავდე, როგორიცაა მატეო ბერეტინი. ისეთი ტიპის სპორტსმენს, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში ვერასდროს შეხვდება ტოპ-3 ჩოგბურთელს. როდესაც მე ვასპარეზობდი ტურნირებზე, ისინი არასდროს ქრებოდნენ სატურნირო სიიდან
», — რიჩარდ გასკეს სიტყვებს ციტირებს Tennis World USA.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ