ლოთარ მათეუსი: «კრიშტიანუს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწია»

ლოთარ მათეუსი: «კრიშტიანუს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწია» გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსი, Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუს «ტურინის იუვენტუსიდან» «მანჩესტერ იუნაიტედში» ტრანსფერზე საუბრობს.

აღნიშნული ტრანსფერი მომწონს, რადგან კრიშტიანუს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწია. პორტუგალიელი მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში დაბრუნდა და უკვე ოთხი გოლის გატანა მოახერხა. მე მესმის ეს გადაწყვეტილება, მან ყველაფერი სწორად გააკეთა», — ამბობს მათეუსი.

შეგახსენებთ, რომ 2003-2009 წლებში კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავდა. იუვენტუსის მაისურით პორტუგალიელი ლეგენდა 2018 წლიდან ასპარეზობდა. 36 წლის რონალდუმ გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირის წოდებაც მიიღო.

2009-2018 წლებში 36 წლის ფეხბურთელი «მადრიდის რეალის» რიგებში ირიცხებოდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ