გიგა ჭიკაძე ვოლკანოვსკი - ორტეგას სატიტულო ბრძოლის შესახებ საუბრობს

გიგა ჭიკაძე ვოლკანოვსკი - ორტეგას სატიტულო ბრძოლის შესახებ საუბრობს UFC-ს ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე MMA Fighting-თან ინტერვიუში მოქმედ ჩემპიონ ალექს ვოლკანოვსკისა და ბრაიან ორტეგას სატიტულო ბრძოლის შესახებ საუბრობს და დაპირისპირების პროგნოზს აკეთებს.

«ორტეგას გასული მატჩი, რომ არ მენახა ეჭვგარეშე იქნებოდა ვოლკანოვსკის გამარჯვება, თუმცა კარგად ვნახეთ, როგორ გააუმჯობესა ორტეგამ საკუთარი შესაძლებლობები ბოქსში. «ზომბისთან» დაპირისპირებაში შესანიშნავი ტაქტიკა აირჩია».

«პროგნოზისთვის საკმაოდ რთული ბრძოლაა. მე ალექსის მხარეს ვარ, თუმცა არ გამიკვირდება თუ ბრაიანი შეასრულებს თავის სამუშაოს», — აღნიშნა გიგა ჭიკაძემ MMA Fighting-თან ინტერვიუში.

ვოლკანოვსკისა და ორტეგას ბრძოლა UFC 266 ტურნირზე შედგება, რომელიც 27 სექტემბერს ვეგასში გაიმართება.

გიგა ჭიკაძე ამ მომენტისთვის რეიტინგის მე-8 პოზიციაზე იმყოფება. ქართველი სპორტსმენის აქტივში 13 გამარჯვება და 2 მარცხია.

» წყარო

MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ