ამერიკაში კონორ მაკგრეგორის მეგობარი დააკავეს

ამერიკაში კონორ მაკგრეგორის მეგობარი დააკავეს Bellator-ის ამერიკელი მებრძოლი და UFC-ს ყოფილი ჩემპიონის მეგობარი, დილონ დენისი, ნიუ-ჯერსის პოლიციამ დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას MMAJunkie ავრცელებს.

წყაროს ცნობით სპორტსმენის დაკავების მიზეზი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაკავების მომენტში დილონ დენისმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია.

28-წლის მებრძოლმა ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივე მის სასარგებლოდ დასრულდა. დილონ დენისი ოქტაგონზე 2019 წლის ივნისის შემდეგ არ გამოსულა. 2020 წლის იანვარში ამ უკანასკნელს Bellator-ის ტურნირზე უნდა ეასპარეზა, თუმცა მუხლის ტრავმის გამო მოიხსნა.

დილონ დენისმა 2020 წლის მარტში ოპერაცია გაიკეთა.

შეგახსენებთ, რომ დენის დილონი მაკრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ბრძოლის შემდეგ არეულობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო.

» წყარო

MMA
ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ