გიუნტერ შტაინერი: «რომ არა ცვლილებები ჰაასი ფორმულა 1-ში ვერ დარჩებოდა»

გიუნტერ შტაინერი: «რომ არა ცვლილებები ჰაასი ფორმულა 1-ში ვერ დარჩებოდა» ჰაასის მმართველი გიუნტერ შტაინერი ცნობილ გამოცემა Racer-თან მიცემულ ინტერვიუში ახალ გარემოებებზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ ფორმულა ერთში მონაწილე ყველა გუნდმა 2025 წლამდე ასპარეზობის ვალდებულების შეთანხმებას ხელი მოაწერა.

— დიახ ახლა პრობლემები გვაქვს, თუმცა ასევე ვიცით გამომწვევი მიზეზები. არ არის გამორიცხული მომავალ წელსაც სირთულეებს წავაწყდეთ, თუმცა «ფორმულა 1»-ის ხელმძღვანელობა კარგ სამუშაოს ატარებს. საპრიზო ფონდი შედარებით თანაბრად გადანაწილდება, ასე რომ თუ კარგად იასპარეზებ, ერთგვარი ბიზნესი გამოდის.

ბიზნესში მთავარია ფულს არ კარგავდე, ხოლო მეორე რიგში შემოსავალი უნდა შემოგდიოდეს. ცვლილებები, რომ არ ყოფილიყო სავარაუდოდ «ფორმულა 1»-ში ვერ დავრჩებოდით. ჯინ ჰაასი (გუნდის მფლობელი) ჭკვიანი ადამიანია, კარგად ესმის შექმნილი ვითარება და გუნდის მომავლის სჯერა»
, — ამბობს გიუნტერ შტაინერი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ