«მიუნხენის ბაიერნი» სერჟ გნაბრის კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

«მიუნხენის ბაიერნი» სერჟ გნაბრის კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას, მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «მიუნხენის ბაიერნის» მესვეურები სერჟ გნაბრის არსებული კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავენ.


აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მისი ცნობით რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობა 26-წლის გნაბრის ხელშეკრულების 2026 წლამდე გახანგრძლივებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ სერჟს მოქმედი კონტრაქტი გერმანულ გრანდთან 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში შემტევმა გარემარბმა მიუნხენური კლუბის მაისურით ჯამში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანა მოახერხა.
ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ