მანჩესტერში დაბრუნების შემდეგ რონალდუ ყოველ შეხვედრაში შედეგიანია

მანჩესტერში დაბრუნების შემდეგ რონალდუ ყოველ შეხვედრაში შედეგიანია მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ ყოველ შეხვედრაში გოლს იტანს. 19 სექტემბერს ვესტ ჰემ იუნაიტედთან შეხვედრაში პორტუგალიელმა კვლავ მოახერხა მეტოქის კარის აღება.

მატჩის 35-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ წონასწორობა აღადგინა და ანგარიშის გათანაბრება შეძლო. პორტუგალიელმა დუბლით ნიუკასლთანაც გამოიჩინა თავი (4:1). შეგახსენებთ, რომ ნიუკასლ იუნაიტედთან გამართული შეხვედრა რონალდუსთვის დაბრუნების შემდეგ რიგით პირველი იყო.

წითელის ეშმაკების მაისურით რონალდუმ თავის გამოჩენა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში იანგ ბოიზთანაც მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას 2003 წლიდან 2009 წლამდე იცავდა. მადრიდის რეალში დიდებული კარიერის შემდეგ 36-წლის პორტუგალიელი ტურინის იუვენტუსში 2018 წლიდან ასპარეზობდა.

გასულ სეზონში კრიშტიანუ რონალდუ იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა 29 გატანილი გოლით.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ