2016 წლის შემდეგ დე ხეამ პირველად მოიგერია პენალტი

2016 წლის შემდეგ დე ხეამ პირველად მოიგერია პენალტი ინგლისის ჩემპიონატის მე-5 ტურში «მანჩესტერ იუნაიტედი» «ვესტ ჰემს» დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 სძლია. მატჩის მიწურულს ლონდონელებს შეხვედრის გადარჩენა შეეძლოთ, თუმცა დავიდ დე ხეამ პენალტის მოგერიება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ესპანელმა კიპერმა 2016 წლის 23 აპრილის შემდეგ პირველად მოახერხა თერთმეტმეტრიანი დარტყმის მოგერიება. უკანასკნელად დე ხეამ «ევერტონთან» დაპირისპირებაში რომელუ ლუკაკუს დარტყმულის განეიტრალება შეძლო.

მას შემდეგ დე ხეამ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან 40 გოლი გაუშვა.


«შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე გუნდის გადარჩენა შევძელი. ძალიან გახარებული ვარ, რომ სამი მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ. დარტყმამდე მხოლოდ ერთი აზრი მქონდა თავში: უნდა მოიგერიო ეს ბურთი. რთული შეხვედრა იყო, ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვება», — დავიდ დე ხეას სიტყვებს ციტირებს ВВС.
ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ