ტრავმის გამო გარეთ ბეილი დაახლოებით ორ თვეს გამოტოვებს

ტრავმის გამო გარეთ ბეილი დაახლოებით ორ თვეს გამოტოვებს ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «მადრიდის რეალის» თავდამსხმელი გარეთ ბეილი გუნდის დახმარებას დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

აღნიშნულ ინფორმაციას COPE-ს ჟურნალისტი მიგელ ანხელ დიასი AS-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით უელსელს მარჯვენა ფეხის ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა აღენიშნება. სრული რეაბილიტაციისთვის გარეთ ბეილს რვიდან ათ კვირამდე დასჭირდება. სავარაუდოდ დედაქალაქელთა ფორვარდი ნოემბრამდე ვერ გამოვა მოედანზე.

შეგახსენებთ, რომ 30-წლის უელსელმა მიმდინარე სეზონში სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ