«არსენალს» ალექსანდრ ლაკაზეტისთვის კონტრაქტი არ შეუთავაზებია

«არსენალს» ალექსანდრ ლაკაზეტისთვის კონტრაქტი არ შეუთავაზებია ცნობილი სპორტული გამოცემა ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «ლონდონის არსენალს» ფრანგი ფორვარდისთვის, ალექსანდრ ლაკაზეტისთვის კონტრაქტი არ შეუთავაზებია.

ESPN-ზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ 30-წლის ფეხბურთელთან ლონდონური კლუბის მესვეურებს კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე არანაირი მოლაპარაკებები არ ჰქონიათ. აღსანიშნავია, რომ ლაკაზეტის მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში იწურება.

მიმდინარე სეზონში 30-წლის ფრანგი თავდამსხმელი ჯამში 2 შეხვედრაში ვიხილეთ მეთოფეების რიგებში.

transfermarkt-ის მონაცემებით ალექსანდრ ლაკაზეტის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 28 მილიონ ევროს შეადგენს. არსენალის რიგებში ფრანგი ფორვარდი 2017 წლიდან ირიცხება.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ