პავარი: "ბაიერნი" გამარჯვებას იმსახურებდა

პავარი: "ბაიერნი" გამარჯვებას იმსახურებდა მიუნხენის "ბაიერნის" უკანახაზელი ბენჟამენ პავარი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "პარი სენ-ჟერმენთან" განცდილ მარცხზე საუბრობს.

"გაწბილებულები ვართ. გამართულ ორთაბრძოლაში მიუნხენის "ბაიერნი" გამარჯვებას იმსახურებდა. ბურთს ვაკონტროლებდით და ხშირად ვიყავით მეტოქე გუნდის საჯარიმო ზონაში. აღსანიშნავია "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელების თამაშიც, რომლებიც შექებას იმსახურებენ. იქნება განმეორებითი მატჩი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. "პსჟ" პრაგმატულად თამაშობდა, სწორედ ეს დაგვაკლდა ამ ორთაბრძოლაში."

"რაც შეეხება კილიან მბაპეს, მსურს მივულოცა მას. მან კვლავ დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე ფეხბურთელია. ჩვენ კი საკუთარ თავზე უნდა ვიზრუნოთ. პარიზში მხოლოდ გამარჯვების მოსაპოვებლად მივემართებით. ორიენტაციას საკუთარ თავზე ავიღებთ და არა მეტოქე გუნდზე. ყოფილა უამრავი შემთხვევა, როდესაც გუნდმა პირველი რაუნდი წააგო, მაგრამ მაინც მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა. დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია ნახევარფინალში ასპარეზობა."-ციტირებს გამოცემა RMC Sport-ი ბენჟამინ პავარის სიტყვებს.

შეგახსენებთ, აღნიშნულ გუნდებს შორის, განმეორებითი მატჩი 13 აპრილსაა ჩანიშნული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.