პოჩეტინო: კომპლიმენტები გუნდს!

პოჩეტინო: კომპლიმენტები გუნდს! მიუნხენის "ბაიერნთან" მოპოვებულ გამარჯვებას ეხმიანება "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო.

მაურისიო პოჩეტინო - "გუნდმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ფსონს კონტრშეტევებზე ჩამოვდიოდით. დიდებულად ეფექტურები ვიყავით. ამ დონის მოწინააღმდეგეს, როდესაც სამ გოლს უტან, ეს ურთულესი რამ არის. სწორედ ამიტომ, მსურს ჩემს ფეხბურთელებს დიდი კომპლიმენტები მივუძღვნა. ჩვენმა გეგმამ იმუშავა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ გაგვიმართლა კიდეც. ეს საოცარი რეზულტატია, მაგრამ დასრულებული ჯერ არაფერია. სამშაბათს სრული 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ."

კილიან მბაპე - ჩვენმა ეფექტურმა თამაშმა გადამწყვეტი როლი შეასრულა. ყოველი მოცემული მომენტი ბრწყინვალედ გამოვიყენეთ და გაგვიმართლა კიდეც, ვინაიდან "ბაიერნმა" საკუთარი მომენტები გააფუჭა"

იულიან დრაქსლერი -"სწორ დროს მოვახერხეთ გოლების გატანა. სათამაშო უპირატესობა "ბაიერნის" მხარეს იყო. შეტევაში გამოვყოფდი ჩვენს ეფექტურ მოქმედებებსაც. დაცვაში ძალიან გაგვიჭირდა, უამრავი შეტევის მოგერიება მოგვიხდა. ჩვენ საკმარისი ხარისხი გვაქვს, რათა მიღებული შანსები გამოვიყენოთ. ეს კარგი პირველი ნაბიჯი იყო. ყველამ იხილა "ბაიერნის" კლასი. განმეორებითი პაექრობა ურთულესი იქნება."

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ორთაბრძოლაში მიუნხენის "ბაიერნი" საშინაო კედლებში ფრანგულ გრანდთან ანგარიშით 2-3 დამარცხდა. განმეორებით მატჩი საფრანგეთის დედაქალაქში 13 აპრილს არის ჩანიშნული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.