რონალდ კუმანი: «მესი — ეს იგივე ბარსელონაა»

რონალდ კუმანის თქმით არგენტინელი შემტევი კატალონიური კლუბის სახეა, რომელმაც კარიერა ესპანურ გრანდში უნდა დაამთავროს. შეგახსენებთ, რომ პრესაში ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად წერენ ლიონელ მესის უკმაყოფილებასა და კლუბის გამოცვლის სურვილზე.
— ლოგიკურია, რომ ლიონელი გაბრაზებულია. მეც ასეთი რეაქცია მექნებოდა მიუნხენის «ბაიერნთან» 2:8, რომ წამეგო. ამგვარი შეხვედრის შემდეგ მომღიმარი სახით სიარული არასწორი იქნებოდა. მესი გამარჯვებულია, ხოლო თუ ის ტიტულების გარეშე რჩება ღიზიანდება.
უნდა გავერკვე როგორ მივიღო არგენტინელისგან ყველაფერი საუკეთესო, რაც მას შეუძლია. მთავარია დავრწმუნდეთ, რომ ის ბედნიერია და თავს საკვანძო ფეხბურთელად გრძნობს. ლიონელი «ბარსელონას» კაპიტანია და კარიერა აქ უნდა დაამთავროს. მესი — ეს იგივე ბარსელონაა», — განაცხადა რონალდ კუმანმა.