ჩუპო-მოტინგი: შანსი ერთ კვირაში მოგვეცემა

ჩუპო-მოტინგი: შანსი ერთ კვირაში მოგვეცემა მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი, რომელიც გუშინდელ მატჩში გატანილი გოლის ავტორადაც მოგვევლინა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

"არასაკმარისი რაოდენობის გოლები გავიტანეთ და უამრავი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. სხვა დროს, ჩვენ ალბათ ხუთ - ექვს გოლს გავიტანდით. ეს უაღრესად სამწუხარო მოცემულობაა. რაც შეეხება უშუალოდ დაპირისპირებას, ფანტასტიკური ბრძოლა ვიხილეთ. ვწუხვარ, რომ საკუთარ თავს საჩუქარი ვერ მივართვით. ძალიან კარგად მოვახერხეთ შეხვედრაში დაბრუნება. ჯერ არაფერი არ დასრულებულა. ერთ კვირაში მოგვეცემა შანსი, ყველაფრის გამოსწორებისა. ვდომინირებდით და ნამდვილად კარგი ფეხბურთიც ვაჩვენეთ."- აღნიშნავდა ჩუპო-მოტინგი.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.