მიულერი: უამრავი მომენტი გავაფუჭეთ

მიულერი: უამრავი მომენტი გავაფუჭეთ უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "პარი სენ-ჟერმენთან" განცდილ მარცხზე საუბრობს თომას მიულერი.

"დღევანდელ ორთაბრძოლაში, უამრავი შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან. უფრო მეტი უნდა გაგვეტანა. ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი უნდა ყოფილიყო 5:3 ან 6:3. მიზეზები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ახლა ისღა დაგვრჩენია დაფიქსირებული შედეგის აღმოფხვრაზე ვიზრუნოთ. თუ ჩვენ ნამდვილი მკვლელის ინსტიქტს გამოვავლენდით, რაც გვახასიათებს ხოლმე, მაშინ სულ სხვა შედეგს მივიღებდით"

"გაშვებული გოლების შესახებ ახლა საუბარი უაზრობაა. უამრავი მომენტი გავაცუდეთ. შემდეგი ორთაბრძოლისთვის მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. თუ იქაც ამგვარად ვითამაშებთ, კვლავ მოვიპოვებთ საგოლე შანსებს. მათი გამოყენების შემთხვევაში კი ნახევარფინალში გასასვლელ საგზურს გავინაღდებთ. ვგრძნობთ საკუთარ თავში ამ ძალის არსებობას, გვწამს რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა - შესაძლებელია!"
- აცხადებდა თომას მიულერი.

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ორთაბრძოლაში მიუნხენის "ბაიერნი" საშინაო კედლებში ფრანგულ გრანდთან ანგარიშით 2-3 დამარცხდა. განმეორებით მატჩი საფრანგეთის დედაქალაქში 13 აპრილს არის ჩანიშნული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.