ფლიკი: არ გაგვიმართლა

ფლიკი: არ გაგვიმართლა მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანს დიტერ ფლიკი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "პარი სენ-ჟერმენთან" განვლილ ორთაბრძოლას აფასებს.

"არ გაგვიმართლა. "პარი სენ-ჟერმენი" ეფექტურად მოქმედებდა და შექმნილი რამდენიმე მომენტიდან სამი გოლის გატანაც მოახერხა. ჩვენ შეხვედრას ერთგვარ რითმს ვაძლევდით. მეტოქე გუნდის კარისკენ 31 ჯერ დავარტყით. იმის ხილვა, თუ როგორ ფეხბურთს ვდემონსტრირებდით, ნამდვილად შთამბეჭდავი იყო."

"სამწუხაროდ, მოწინააღმდეგე გუნდის საჯარიმო ზონაში, არასაკმარისად ეფექტურები აღმოვჩნდით. გუნდი სრული 90 წუთის მანძილზე იბრძოდა. არ ნებდებოდა უკანასკნელ წამამდე... პარიზში მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა გველის, რა დროსაც ცდას არ დავაკლებთ ჩვენთვის სასიკეთო რეზულტატის დასაფიქსირებლად. ძველებურად გვსურს ნახევარფინალურ სტადიაზე გასვლა. დაფიქსირებულ შედეგს კი ამ სურვილზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია."
-აცხადებდა მატჩის დასრულების შემდეგ ჰანს დიტერ ფლიკი.

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ორთაბრძოლაში მიუნხენის "ბაიერნი" საშინაო კედლებში ფრანგულ გრანდთან ანგარიშით 2-3 დამარცხდა. განმეორებით მატჩი საფრანგეთის დედაქალაქში 13 აპრილს არის ჩანიშნული.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.