მარიო გიოტცე: ძალიან კარგ ფორმაში ვიმყოფები

მარიო გიოტცე: ძალიან კარგ ფორმაში ვიმყოფები "პსვ ეინდჰოვენის" გერმანელი ლეგიონერი მარიო გიოტცე გამოცემა Sport Bild-ის სტუმარია. ფეხბურთელმა ჟურნალისტების მიერ დასმულ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

როგორ აფასებს საკუთარ კონდიციებს 10 ბალიანი შკალით

"ეს პირდაპირ პროპორციულია სათამაშო დროის არსებობასთან. იანვრის თვეში ეს იყო 2 ბალი, ახლა კი 9 ბალით შევაფასებდი, რადგანაც პრაქტიკულად ყოველ ორთაბრძოლაში ვიღებ მონაწილეობას. გარდა ამისა, ყველა ტურნირზე შესანიშნავად ვასპარეზობთ. მოვლენების ასეთი განვითარება, კმაყოფილების განცდას მიტოვებს."

მიუნხენის "ბაიერნის" შესახებ

"ზაფხულის თვეში იყო საუბარი ჩემს მომავალთან დაკავშირებით, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში. მათ მითხრეს, რომ მაფასებენ, როგორც პიროვნებას და როგორც ფეხბურთელს, რომ მაქვს შესაძლებლობა, კვლავ აღმოვჩნდე კლუბში. მე ძალიან ხშირი კომუნიკაცია მაქვს ჰანს დიტერ ფლიკთან, მაგრამ მას "ბაიერნში" გადატვირთული გრაფიკი აქვს. ჰანსი დიდებული სპეციალისტია. ჩაიბარო გუნდი შუა სეზონში და მოიპოვო ტრებლი, ეს უბრალოდ შთამბეჭდავია "

ბუნდესლიგაში შესაძლო დაბრუნების შესახებ

"რაც შეეხება გერმანიის ჩემპიონატში დაბრუნების შანსებს, არ მსურს ეს საკითხი დახურულად გამოვაცხადო. ჩემთვის მისაღებია ორივე ვარიანტი. მოცემულ მომენტში მე "პსვ ეინდჰოვენის" რიგებში ვთამაშობ და ახლა მხოლოდ ჩვენს მიერ დასახულ მიზნებზე ვარ კონცენტრირებული." - აღნიშნავს მარიო გიოტცე.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.