Goal: პუიოლი ლიონელ მესის შესახებ საუბრობს

Goal: პუიოლი ლიონელ მესის შესახებ საუბრობს კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კარლეს პუიოლი, ლიონელ მესის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ლეოს აქვს შესაძლებლობა, არსებული ფიზიკური კონდიციები, მომავალი 3-4 წლის განმავლობაშიც შეინარჩუნოს.

"ახლა ის 33 წლის არის და რა თქმა უნდა, საკუთარ თავზეც ზრუნავს. ლეო მოტივირებულია, სულმოუთმენლად ელის ასპარეზობას. ჩემი აზრით მას აქვს სამი-ოთხი წელიწადი იმისათვის, რომ მსგავს დონეზე თამაში განაგრძოს, თუმცა გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი. პირველი - მან არ უნდა მიიღოს რაიმე სახის სერიოზული დაზიანება და მეორე, თავად მესი უნდა იყო შესაბამისად მოტივირებული, რათა გააგრძელოს სრულყოფილებისკენ სწრაფვა და გამარჯვებების მოპოვება", - აცხადებს ესპანური ფეხბურთის ლეგენდა ინტერნეტ-პორტალ Goal-თან საუბრის დროს.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ლიონელ მესის მომავალი "ბარსელონას" რიგებში კვლავაც ბურუსით მოცულია. კლუბის ხელმძღვანელობამ, დიდი ძალისხმევის ფასად ფეხბურთელი მიმდინარე წელს შეინარჩუნა, თუმცა არავინ იცი რა მოხდება მომავალ ზაფხულს. როგორც ცნობილია, არგენტინელის მომსახურებით მანჩესტერ "სიტია" დაინტერესებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.