მესი: იან ობლაკი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა

მესი: იან ობლაკი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა კატალონიური გრანდის არგენტინელი შემტევი ლიონელ მესი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინეტრვიუში მადრიდის "ატლეტიკოს" კარის დარაჯის, იან ობლაკის შესახებ საუბრობს და მისი მისამართით საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს.

"სასიამოვნოა, როდესაც ერთმანეთს ვხვდებით. მოცემულ მომენტში ის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო კიპერია. უძლიერეს მოთამაშეებთან ჭიდილი კი ყოველთვის კარგია. ეს ფაქტი, გოლის გასატანად დამატებით მოტივაციას გაძლევს. თითოეულ მატჩში ობლაკი ადასტურებს, თუ რამდენად რთულია მისი კარების აღება. მასთან შეხვედრა სასიამოვნოა, არა მხოლოდ ქუჩაში არამედ მწვანე საფარზეც. ეს საფეხბურთო მატჩს უფრო საინტერესოს ხდის." - ციტირებს ლიონელ მესის სიტყვებს გამოცემა Bud Football

რამდენიმე დღის წინ, თავად იან ობლაკიც საუბრობდა ლიონელ მესის შესახებ და მას საუკეთესო ფეხბურთელს უწოდებდა - "ის მუდამ თვალყურს ადევნებს შენს ფეხებს. თუნდაც მხოლოდ ერთი ნაბიჯი რომ გადავდგა, ლეო ამას ხედავს და საპირისპირო მხარეს ურტყამს. აი რატომ არის ეს ფეხბურთელი საუკეთესო, სწორედ ამიტომაა მის წინააღმდეგ ასპარეზობა ურთულესი რამ. ის ამას არ აჩვენებს, თუმცა გამუდმებით ადევნებს თვალს მეტოქეს. ლეო უყურებს ბურთს, თუმცა ამ დროს ის შენც გხედავს. მას ჩემთვის უამრავი გოლი გაუტანია, ზედმეტად ბევრიც კი. არის მთელი რიგი შემთხვევები როდესაც მესის გოლი გააქვს, თქვენ კი ვერ ხვდებით, როგორ გააკეთა მან ეს." - აღნიშნავს ობლაკი გამოცემა Sky Sports-თან საუბრის დროს.

იან ობლაკი მადრიდის "ატლეტიკოს" რიგებში 2014 წელს გამოჩნდა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. 27 წლის კიპერს, გამოცემა transfermarkt-ი 90 მილიონ ევროდ აფასებს

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.