მაკლარენი: "იუნაიტედმა" დიდი პროგრესი განიცადა

მაკლარენი: "იუნაიტედმა" დიდი პროგრესი განიცადა ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი სტივ მაკლარენი, talkSPORT-თან საუბრის დროს, მანჩესტერ "იუნაიტედის" ასპარეზობას შეეხო და აღნიშნა, რომ მოცემულ მომენტში "წითელ ეშმაკებს" ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ.

"ნამდვილად შთამბეჭდავია მათი თამაში. როგორ დომინირებდა ეს გუნდი, პირველი ნახევარი საათის განმავლობაში, "ევერტონთან" გამართულ პაექრობაში. ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა "ლიდსთან" გამართულმა ორთაბრძოლამაც, სადაც "იუნაიტედმა" მეტოქე გუნდი უბრალოდ გასრისა. აშკარად დაჯაბნა მეტოქე ყველა ასპექტში. ამ შეხვედრაში ნათლად ჩანდა, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთელები, ფიზიკურ ასპექტში უკეთ იყვნენ მომზადებულები, რაც იშვიათობაა."

მანჩესტერს ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ფორმაში შედიან. გავიგონე, როგორ საუბრობდა სულშერი ამ მოთამაშეების პროგრესზე. ახლა ეს გუნდი სრულიად განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე ეს სეზონის სტარტზე იყო. "იუნაიტედს" შეუძლია ნებისმიერი მატჩი მოიგოს. ეს გუნდი, ცალსახად ერთ-ერთია იმათგან, ვისაც შეუძლია პრემიერ ლიგის ტიტული დაისაკუთროს." - ციტირებს გამოცემა talkSPORT სტივ მაკლარენის სიტყვებს.

მანჩესტერ "იუნაიტედი" მოპოვებული 26 ქულით, ინგლისის ჩემპიონატის ცხრილში მესამე პოზიციაზე იმყოფება. პირველ ადგილს, 31 ქულით "ლივერპული" ისაკუთრებს.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.