ბერბატოვი: არტეტა უნდა დარჩეს

ბერბატოვი: არტეტა უნდა დარჩეს მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი შემტევი დიმიტარ ბერბატოვი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელის, მიკელ არტეტას შესახებ საუბრობს.

"არსენალი" ნამდვილად რთულ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა მე კვლავ ძველებურად ვფიქრობ, რომ მიკელ არტეტას მოცემულობის შეცვლა შეუძლია. გასულ კვირას ვამბობდი, რომ აუცილებელი იყო მიკელს მეტი დრო მისცემოდა, ამის შემდეგ კი გუნდმა ორი მარცხი განიცადა. მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს რთული შეხვედრები იყო, "ევერტონი" -პრემიერ ლიგაში, მანჩესტერ "სიტი" კი ინგლისის თასისი ეგდით.

"მეთოფეები" ამტკიცებენ, რომ ბრძოლა შეუძლიათ, თუმცა მათი კონდიციები იდეალურიდან შორსაა. არტეტა -ახალგაზრდა სპეციალისტია. შესაძლებელია ითქვას, რომ მას გაუმართლა, როდესაც "არსენალის" სათავეში მოექცა. მე ვემხრობი მსგავს საკადრო დანიშნვნებს და ძალიან კარგად მესმის რამდენად რთულია ახალგაზრდა თავკაცისთვის, ასეთი შანსის მიღება. არტეტა ლონდონის "არსენალის" რიგებში რთულ დროს გამოჩნდა, მას გარკვეული პერიოდი კვლავ ესაჭიროება." - ციტირებს გამოცემა Betfair დიმიტარ ბერბატოვის სიტყვებს.

მიკელ არტეტას მიმართ, ორიოდე დღი წინ, მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ - "თუ ლონდონის "არსენალის" ხემლძღვანელობა მიკელ არტეტას დათხოვნის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს დიდი შეცდომა იქნება. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ხელმძღვანელობა მას ნდობას გამოუცხადებს. ვაცნობიერებ, რომ სპეციალისტები რეზულტატის ანალიზს ახდენენ, მაგრამ მე მასთან ერთად მრავალი წელი გამიტარებია და ვიცი მისი პიროვნული და განსაკუთრებით სამსახურეობრივი თვისებების შესახებ. შედეგი - ეს მხოლოდ დროებითი ფაქტორია, მას ყველაფერი გამოუვა."

"პანდემიასთან დაკავშირებული გარემოებები, ფეხბურთელთა ტრავმიანობა, ჩატარებული ორთაბრძოლების რაოდენობა... ამ ფაქტორების გათვალისწინებით, "არსენალი" ყოველთვის კარგ ფეხბურთს დემონსტრირებდა. სამწუხაროდ ყველაფერი მაინც შედეგზეა დაფუძნებული, თუმცა ფეხბურთში შესაძლებელია ყველაფერი სულ რაღაც ერთ კვირაში შეიცვალოს. მე შიმიძლია ეს განცხადებები ვაკეთო, რადგან მასთან ერთად ვმუშაობდი ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში და ის იყო ნაწილი ჩვენს მიერ მიღწეული წარმატებებისა. მის გარეშე კი ხსენებული წარმატება არ მოვიდოდა. მსგავსი რამის შექმნას ყოველთვის ესაჭიროება გარკვეული დრო. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც, როდესაც პირველ სეზონს ვატარებდი ხსენებულ ჩემპიონატში" - აცხადებს პეპ გვარდიოლა გამოცემა Goal-თან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.