სულშერი: გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა

სულშერი: გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა ინგლისის თასის 1/4 ფინალურ სტადიაზე, საფეხბურთო კლუბ "ევერტონთან" მოპოვებულ გამარჯვებას გამოეხმაურა, მანჩესტერ "იუნაიტედის" დამრიგებელი ულე გუნარ სულშერი. შეგახსენებთ, ზემოხსენებული მატჩი "იუნაიტედის" გამარჯვებით, ანგარიშით 0-2 დასრულდა.

"გასულ წელს, ჩვენ სამი ნახევარფინალი გვქონდა, რაც საკმარისი არ არის. ამ ორთაბრძოლაში ჩემმა გუნდმა, პირველივე წამებიდან ბრწყინვალე ასპარეზობა შემოგვთავაზა. ჩემი მოკრძალებული აზრით, საწყის წუთებში ჩვენ მინიმუმ ერთი ან ორი გოლის გატანა შეგევძლო. 25-30 წუთის მანძილზე "ევერტონს" ვუტევდით და საგოლე მომენტებიც შევქმენით, მაგრამ ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში, ტრადიციულად ძალიან რთულია. პირველი ტაიმის საწყის 15 წუთს თუ გადავხედავთ, ვნახავთ რომ მეტოქემ კონტრშეტევები დაგვიპირისპირა. ასეთ დროს, საკუთარი თავის დაცვას კარგად ვახერხებდით და მიუხედავად იმის, რომ მეორე ნახევარში მცირე უპირატესობა გვქონდა, საკუთარი შანსები მაინც გამოვიყენეთ. შედეგად, პაექრობა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა", - ციტირებს გამოცემა BBC ნორვეგიელი სპეციალისტის სიტყვებს.

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.