"ბაიერნი" რეკორდულ თანხას გამოიმუშავებს

"ბაიერნი" რეკორდულ თანხას გამოიმუშავებს უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ასპარეზობით, მიუნხენის "ბაიერნი" რეკორდულ თანხას გამოიმუშავებს. საუბარია 120 მილიონ ევროზე. ტურნირის ისტორიაში ეს ყველაზე მაღალი ციფრია.

მიუნხენის "ბაიერნის" შემოსავლების წყარო ასეთია : 15,25 მილიონი ევრო, ჯგუფურ ეტაპზე გასვლის გამო , 16,2 მილიონი ევრო ჯგუფრ ეტაპზე მიღწეული 6 გამარჯვებისთვის, 1/8 ფინალში ასპარეზობის გამო "ბაიერნი" დამატებით 9,5 მილიონ ევროს მიიღებს. 1/4 ფინალში მოპოვებული წარმატებისათვის კი 10,5 მილონს ევროს. საფინალო საგზურის მოპოვებისათვის გერმანული გუნდი დამტებით 15 მილიონ ევროს ისაკუთრებს. თუ მიუნხენური გრანდი "პარი სენ-ჟერმენის" დამარცხებას მოახერხებს, მაშინ მას 4 მილიონი ევრო დაერიცხება და კიდევ 3 მილიონ ევროს სუპერთასის საგზურის მოპოვების გამო მიიღებს. ხსენებულ შემოსავლებს ასევე ემატება ტრანსლაციიდან მიღებული დანამატი 11,5 მილიონი ევროს ოდენობით და კიდევ 33,24 მილიონი ევრო - უეფას იმ რეიტინგის გამო, რასაც გუნდი ბოლო 10 წლეული აჩვენებს.

წინა რეკორდი კატალონიის "ბარსელონას" ეკუთვნის, 2019 წელს "ბარსას" შემოსავალმა 117 მილიონი ევრო შეადგინა. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი "პარი სენ-ჟერმენსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის 23 აგვისტოს, 23:00 საათზე გაიმართება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.