Sport Bild: ოლივერ კანი დავიდ ალაბას შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

Sport Bild: ოლივერ კანი დავიდ ალაბას შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს მიუნხენის "ბაიერნის" მმართველი საბჭოს წევრი, ლეგენდარული ოლივერ კანი დავიდ ალაბას შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს. "ტიტანის" განცხადებით, "ბაიერნმა" ავსტრიელ უკანახაზელს მაქსიმალურად მომგებიანი პირობები შესთავაზა, თუმცა როგორც ჩანს ალაბას კლუბის დატოვება საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი.

"მოცემულ მომენტში ვერ წამომიდგენია რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" დავიდ ალაბასთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ჩვენ მას წითელი ხალიჩა გავუშალეთ და მაქსიმალურად მომგებიანი პირობები შევთავაზეთ. ამაზე მეტი უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. მიუხედავად ამისა, დავიდს და განსაკუთრებით მის აგენტს პინი ზაჰავის, არ მოუნდათ ამ ხალიჩაზე სიარული. როგორც ჩანს, ამჟამად დავიდი ახალი კლუბის ძიებაშია. ეს მოცემულობა უნდა მივიღოთ." - ციტირებს გამოცემა Sport Bild ოლივერ კანის სიტყვებს.

რამდენიმე კვირის წინ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდა, "ბაიერნის" სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩიც -"მე არ ვიცი კიდევ როგორ შეიძლება ჩვენი შეხვედრა მოხდეს, რადგან დავიდმა კონტრაქტის გაგრძელებაზე შეთავაზება, უარით გაისტუმრა. ჩვენ ეს უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობა. დავიდს შეუძლია "ბაიერნიდან" წავიდეს. მის აგენტს უკვე ვუთხარით, რომ მეტი წინადადება აღარ იქნება."

"ჩვენ ყველანი პროფესიონალები ვართ. მართლა ვაფასებთ ალაბას, ის დიდი ფეხბურთელია და ჩვენი გუნდისათვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. თუ ასეთი ფეხბურთელი, "ბაიერნს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ეს სერიოზული ზიანის მომტანი იქნება ჩვენი გუნდისთვის."
- აღნიშნავს ჰასან სალიჰამიჯიჩი Sky Sport Deutschland-თან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.