იან ობლაკი: მესი საუკეთესოა

იან ობლაკი: მესი საუკეთესოა მადრიდის "ატლეტიკოს" კარის დარაჯი იან ობლაკი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ლიონელ მესის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.

"ის მუდამ თვალყურს ადევნებს შენს ფეხებს. თუნდაც მხოლოდ ერთი ნაბიჯი რომ გადავდგა, ლეო ამას ხედავს და საპირისპირო მხარეს ურტყამს. აი რატომ არის ეს ფეხბურთელი საუკეთესო, სწორედ ამიტომაა მის წინააღმდეგ ასპარეზობა ურთულესი რამ. ის ამას არ აჩვენებს, თუმცა გამუდმებით ადევნებს თვალს მეტოქეს. ლეო უყურებს ბურთს, თუმცა ამ დროს ის შენც გხედავს. მას ჩემთვის უამრავი გოლი გაუტანია, ზედმეტად ბევრიც კი. არის მთელი რიგი შემთხვევები როდესაც მესის გოლი გააქვს, თქვენ კი ვერ ხვდებით, როგორ გააკეთა მან ეს." - ციტირებს გამოცემა Sky Sports-ი იან ობლაკის სიტყვებს.

იან ობლაკი მადრიდის "ატლეტიკოს" რიგებში 2014 წელს გამოჩნდა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. 27 წლის კიპერს, გამოცემა transfermarkt-ი 90 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.