გვარდიოლა: არტეტას გაშვება დიდი შეცდომა იქნება

გვარდიოლა: არტეტას გაშვება დიდი შეცდომა იქნება მანჩესტერ "სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა, "არსენალის" თავკაცის მიკელ არტეტას შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ დაკავებული თანამდებობიდან მისი გადაყენება, უაღრესად დიდი შეცდომა იქნება.

"თუ ლონდონის "არსენალის" ხემლძღვანელობა მიკელ არტეტას დათხოვნის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს დიდი შეცდომა იქნება. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ხელმძღვანელობა მას ნდობას გამოუცხადებს. ვაცნობიერებ, რომ სპეციალისტები რეზულტატის ანალიზს ახდენენ, მაგრამ მე მასთან ერთად მრავალი წელი გამიტარებია და ვიცი მისი პიროვნული და განსაკუთრებით სამსახურეობრივი თვისებების შესახებ. შედეგი - ეს მხოლოდ დროებითი ფაქტორია, მას ყველაფერი გამოუვა."

"პანდემიასთან დაკავშირებული გარემოებები, ფეხბურთელთა ტრავმიანობა, ჩატარებული ორთაბრძოლების რაოდენობა... ამ ფაქტორების გათვალისწინებით, "არსენალი" ყოველთვის კარგ ფეხბურთს დემონსტრირებდა. სამწუხაროდ ყველაფერი მაინც შედეგზეა დაფუძნებული, თუმცა ფეხბურთში შესაძლებელია ყველაფერი სულ რაღაც ერთ კვირაში შეიცვალოს. მე შიმიძლია ეს განცხადებები ვაკეთო, რადგან მასთან ერთად ვმუშაობდი ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში და ის იყო ნაწილი ჩვენს მიერ მიღწეული წარმატებებისა. მის გარეშე კი ხსენებული წარმატება არ მოვიდოდა. მსგავსი რამის შექმნას ყოველთვის ესაჭიროება გარკვეული დრო. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც, როდესაც პირველ სეზონს ვატარებდი ხსენებულ ჩემპიონატში"
, - ციტირებს პეპ გვარდიოლას სიტყვებს გამოცემა Goal-ი.

შეგახსენებთ, ინგლისის თასის ეგიდით გამართული მატჩი ლონდონის "არსენალსა" და მანჩესტერ "სიტის" შორის, სტუმარი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1-4 დასრულდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ