არტეტა: რთულია მსგავსი მოცემულობის მიღება

არტეტა: რთულია მსგავსი მოცემულობის მიღება ინგლისის თასის ეგიდით გამართულ პაექრობაში, ლონდონის "არსენალმა" მანჩესტერ "სიტისთან" მორიგი მარცხი განიცადა. შეხვედრა "სიტის" გამარჯვებით, ანგარიშით 1-4 დასრულდა. ხსენებულ პაექრობას აფასებს "არსენალის" მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა.

"ასეთი კლასის მეტოქე აუცილებლად დაგსჯის. გვქონდა კარგი მომენტები კონტრშეტევბის დროს, მაგრამ ამის მერე მათ ოფსაიდიდან გაგვიტანეს. რის შედეგადაც მორიგი მარცხი განვიცადეთ. რთულია მსგავსი მოცემულობის მიღება, თან თუ გავითვალისწინებთ მატჩის პერიპეტიებს. როდესაც მსგავს მოწინააღმდეგეს შანსებს ჩუქნი, წარმოუდგენელია ამის მერე გამარჯვებაზე იფიქრო. ყველა მატჩში ხდება, რაღაც უჩვეულო გარემოება, რომელიც ცხოვრებას გვირთულებს.

აუცილებელია, ჩვენს თამაშში ცვლილებები შევიტანოთ. არ არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ მომდევნო მატჩები ჩვენი სეზონის ბედს გადაწყვეტენ. თუ დღევანდელ ორთაბრძოლას კარგად გავაანალიზებთ აღმოვაჩენთ, რომ ჩემს გუნდში ნამდვილი მეომრები არიან."
- ციტირებს გამოცემა Sky Sports-ი მიკელ არტეტას სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.