მათეუსი: ჰოლანდი გოლების გამტან მანქანად იქცა

მათეუსი: ჰოლანდი გოლების გამტან მანქანად იქცა ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი, რომელიც მოცემულ მომენტში საფეხბურთო ექსპერტის რანგში გვევლინება, ერლინ ჰოლანდის შესახებ საუბრობს და ახალგაზრდა შემტევის მიმართ საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს.

"მისი თამაში ძლიერ იმპულს გადასცემს მთლიანად გუნდს, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ჰოლანდი დორტმუნდის "ბორუსიას" დაემშვიდობება და საკუთარ კარიერაში მომდევნო დიდ ნაბიჯს გადადგამს. ამისათვის ის უკვე მზად არის. ჩვენ ყველანი ვამაყობთ იმით, რომ მსგავსი კლასის ფეხბურთელი, ბუნდესლიგაში ასპარეზობს.

"ბორუსია" კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რომ ასეთ ფეხბურთელს ფლობს. ეს არის ის მოიერიშე, რომელიც ამ კლუბის ამბიციებს სრულებით შეესაბამება. 20 წლის ასაკში ჰოლანდი ნამდვილ საგოლე მანქანად გადაიქცა"
, - ციტირებს ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის სიტყვებს ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ერლინგ ჰოლანდი, დორტმუნდის "ბორუსიას" რიგებში 2020 წელს გამოჩნდა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. გამოცემა transfermarkt-ი ნორვეგიელ გოლიადორს 100 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.