ალდრიჯი: სალაჰის ადგილზე "რეალი" შემძულდებოდა

"როდესაც შენ მოჰამედ სალაჰის დონის ფეხბურთელი ხარ, მუდამ დაგაკავშირებენ მადრიდის "რეალთან", კატალონიის "ბარსელონასთან" თუ რომელიმე სხვა ტოპ-კლუბთან. შემდეგი იქნება ჰარი კეინი, რადგანაც "ტოტენჰემმა" პოზიციების დათმობა დაიწყო. სადიო მანეს შესახებაც მიმდინარეობს გარკვეული საუბრები. ესენი მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული ფორვარდები არიან.
სალაჰის ადგილზე, რომ ვიყო მე შემძულდებოდა მადრიდის "რეალი" ცნობილი ფინალისა და რამოსთან მომხდარი ეპიზოდის გამო. ახლა ყველაფერი იურგენ კლოპზე და მის სურვილებზეა დამოკიდებული. ასეთ დროს მთავარ მწვრთნელს უნდა ენდო. დღეს ფეხბურთელები ძალიან ძლიერები არიან საკუთარ პოზიციებში და თუ მათ წასვლა სურთ, ისინი ამას აკეთებენ კიდეც", - ციტირებს გამოცემა Liverpool Echo ჯონ ალდრიჯის სიტყვებს.