კრაუჩი: მანე და სალაჰი მეგობრები არიან? მეეჭვება...

კრაუჩი: მანე და სალაჰი მეგობრები არიან? მეეჭვება... წარსულში ცნობილი ფეხბურთელი პიტერ კრაუჩი, "ლივერპულის" შემტევების მოჰამედ სალაჰისა და სადიო მანეს შესახებ საუბრობს.

"სალაჰი "ლივერპულს" ვინგერის ამპლუით შეურთდა, თუმცა ის ერთ-ერთი შედეგიანი ფორვარდი გახდა მთელი ევროპის მასშტაბით, ნამდვილი გოლების გამტანი მანქანა. "კრისტალ პალასთან" გამართულ შეხვედრაში (7:0) მან იდეალური პოზიცია დაიკავა შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში, ეს ბრწყინვალე სამუშაო იყო"

"სადიო მანეს სახე, როდესაც ის შეცვალეს მრავლისმეტყველი იყო. მანე განრისხებული ჩანდა, მე კარგად ვიცი ამის შესახებ. როდესაც შენ სისხლის სუნს გრძნობ, ამ დროს მოედნის დატოვება, ყველაზე ნაკლებად გსურს. სალაჰი და მანე მეგობრები არიან? მეეჭვება. ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე მყავდა თანაგუნდელები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანდნენ, მაგრამ ისინი არადროს მიშლიდნენ ხელს საქმის კეთებაში."
- აცხადებს პიტერ კრაუჩი გამოცემა AS-თან მიცემულ ინტერვიუში.

მოცემულ მომენტში "ლივერპული" ინგლისის ჩემპიონატის ლიდერია. "ენფილდის" ბინადრებს საკუთარ აქტივში 31 ქულა აქვთ მოგროვებული და მეორეადგილოსან "ლესტერს" 4 ქულით უსწრებენ.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.