სიმეონე: გარკვეული საკადრო პრობლემები გვაქვს

"ვფიქრობ, რომ მოცემულ მომენტში "ატლეტიკო" არ არის მზად, სასტარტო თერთმეტეულში ერთდროულად მოუყაროს თავი ჟოაო ფელიშს, ლუის სუარესს და დიეგო კოსტას. თუმცა არსებობს შესაძლებლობა, რომ ხსენებული სამივე ფეხბურთელი მატჩის ბოლოსკენ გამოვიყენოთ. ძალიან ვწუხვარ დიეგოს გამო, რომელიც ტრავმირებული იყო, მაგრამ ყოველი ჩვენი მოიერიშე ძალიან სახიფათოა და მათ წარმატებით შეუძლიათ ერთმანეთთან კომბინირება. აუცილებელია მეტი მოთმინება გამოვიჩინოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ გზა გავუხსნათ ნიჭიერებას. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ეს ფეხბურთელი მზად იყოს საასპარეზოდ." - ციტირებს გამოცემა Football Espana დიეგო სიმეონეს სიტყვებს.
22 დეკემბერს მადრიდის "ატლეტიკო" "რეალ სოსიედადს" ეწვევა. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.
Tomorrow❗❕@RealSociedadEN 🆚 𝗔𝘁𝗹𝗲𝘁𝗶
— Atlético de Madrid (@atletienglish) December 21, 2020
🔴⚪ #AúpaAtleti | ⚽️ #RealSociedadAtleti pic.twitter.com/EysNL8LXv6